აშშ-ის კონგრესმა ევროკავშირში ქვეყნის ელჩი დაკითხვაზე დაიბარა. გორდონ სონდლენდი აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის შესახებ უნდა დაკითხონ. დიპლომატს იმის ახსნაც მოუწევს, რატომ ჩაერია ის ევროკავშირის აარწევრ უკრაინასთან ურთიერთობის საქმეში.
დემოკრატების მიერ გამოქვეყნებული ტექსტური შეტყობინებების თანახმად, ელჩი გამოძიების საკითხს აქტიურად განიხილავდა მიმოწერის დროს.
როგორც „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს, დიპლომატს თეთრმა სახლმა დაკითხვაზე მისვლა აუკრძალა.