logo
ENG



ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტზე შეთანხმდა

15 ივლ 202220:09
3 წუთის საკითხავი
 
ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტზე შეთანხმდა

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტზე შეთანხმდა. ეს პაკეტი გაზრდის და გააძლიერებს მე-6 პაკეტში არსებულ და უკვე დაწესებულ სანქციებს. ასევე, ახალი სანქციები ითვალისწინებს რუსულ ოქროზე ემბარგოსა და რუსეთში ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვის გაფართოებას. 

შემუშავებული პაკეტის ფარგლებში სანქციები 2023 წლის იანვრამდე გახანგრძლივდება. 

"რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ არ ნელდება. ამიტომ დღეს ჩვენ გამოვდივართ შეთავაზებით, კრემლის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები ურო გავამკაცროთ, გამოვიყენოთ უფრო ეფექტურად და გავახანგრძლივოთ ისინი 2023 წლის იანვრამდე. მოსკოვმა უნდა გააგრძელოს მაღალი ფასის გადახდა თავისი აგრესიის გამო", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიანმა.

როგორც ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, სანქციების ფარგლებში კრემლთან დაკავშირებული უფრო მეტი ადამიანის აქტივები გაიყინება.

"ევროკავშირის სანქციები ხისტი და ძლიერმოქმედია. ჩვენ ვაგრძელებთ პუტინთან და კრემლთან დაახლოებული პირების მიზანში ამოყვანას და დღევანდელი პაკეტი ასახავს ჩვენ კოორდინირებულ მიდგომას საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის დიდი შვიდეულის წევრებთან. ამ ზომებთან ერთად საბჭოს ასევე წარვუდგენ წინადადებას სასანქციო სიაში დიდი რაოდენობით ფიზიკური პირებისა და კომპანიების შეყვანის შესახებ, მათი აქტივების გაყინვით და მოგზაურობის შეზღუდვით", – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.


close დახურვა