ევროკომისია უკრაინას პორტის ინფრასტრუქტურის აღსადგენად 50 მილიონ ევროს გადასცემს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
"ჩვენ გამოვყოფთ 50 მილიონ ევროს [უკრაინის] პორტის ინფრასტრუქტურის აღსადგენად", - ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ზაფხულში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამხრეთ რეგიონებზე თავდასხმები გააძლიერეს, რის შედეგადაც 26 საპორტო ობიექტი და 5 გემი განადგურდა. ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს ხალხის დაცვა და საპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერება დაავალა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.