Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკომისიამ პიტერ მადიარს ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის სანაცვლოდ 27 პირობა წაუყენა. წამოყენებულ პირობებს შორისაა უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იმედოვნებენ, რომ პეტერ მადიარის მთავრობა გააუქმებს ვიქტორ ორბანის მიერ დადებულ ვეტოს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე.
ევროკომისიის წარმომადგენლის განმარტებით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის თქმის, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გამო. გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების დასაბრუნებლად უნგრეთის ახალ მთავრობას მოუწევს, იმ გადაწყვეტილებების გაუქმება, რომლებსაც ევროკავშირი ალიანსის პრინციპების დარღვევად მიიჩნევს.
Financial Times-ის ცნობით, არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერის, პეტერ მადიარის, „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
