ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას რეკომენდაცია გაუწია. გამოცემა Financial Times-ის ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ კომისიის წარმომადგენელმა ანა პიზონერომ გაავრცელა.
"წევრ ქვეყნებს მივაწოდეთ განახლებული ინფორმაცია - მიგვაჩნია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ყველა პირობა შეასრულეს. გადაწყვეტილება ახლა წევრი ქვეყნების ხელშია", - თქვა მან.
ცნობილია, რომ უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად შემდეგი პირობები სახელდებოდა: ანტიკორუფციული რეფორმების გატარება, შეზღუდვები პოლიტიკურ ლობირებაზე, თანამდებობის პირებისთვის ქონებრივი დეკლარაციის წესები და ეროვნულ უმცირესობათა ენების დაცვა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიას ქვეყნის ევროინტეგრაციის პროგრესის პოზიტიური შეფასებისთვის.
"ევროკომისიის გამოცხადებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ უკრაინა აგრძელებს სისტემატურ ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით და შეასრულა რეფორმის ოთხივე დამატებითი ნაბიჯი. ახლა ჩვენ ველით, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები გადადგამენ შემდეგ ნაბიჯს - დაიწყებენ ევროკავშირში წევრობის შესახებ მოლაპარაკებების ამ თვეში", - თქვა უკრაინის პრემიერმა.