ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში, აზერბაიჯანიდან მეტი ბუნებრივი აირის მისაღებად გაემგზავრა. მისი თქმით, ევროკავშირი ცდილობს შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება.
"რუსეთის მიერ ენერგომომარაგების იარაღად გადაქცევის ფონზე, ჩვენი ენერგიის იმპორტის დივერსიფიკაცია ევროკავშირის პრიორიტეტია".- წერია ევროკომისიის Twitter-ზე.
Amid Russia's continued weaponisation of its energy supplies, diversification of our energy imports is a priority for the EU.
President @vonderleyen and Commissioner @KadriSimson will be tomorrow in Azerbaijan to further strengthen the cooperation.#REPowerEU
Reuters-ის ინფორმაციით, დოკუმენტის პირველი ვერსიის თანახმად, კომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდა შესთავაზა და მოუწოდა მხარი დაუჭირონ ამ მილსადენის გაფართოებას.
დოკუმენტში ხაზგასმულია "გრძელვადიანი, პროგნოზირებადი და სტაბილური კონტრაქტების" მნიშვნელობა გაზის მწარმოებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მაგრამ დოკუმენტში ასევე წერია, რომ ბუნებრივ აირთან დაკავშირებული მომავალი კონტრაქტები უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის კლიმატის ცვლილების მიზნებს, რაც, ბრიუსელის თანახმად, მოითხოვს გაზის მოხმარების შემცირებას, განსაკუთრებით 2030 წლის შემდეგ.