logo
ENG



ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ჰამასი იარაღს ირანისგან იღებს

20 ოქტ 202319:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/20/d8b4etwkeno7l6d.jpg

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი იარაღს ირანისგან იღებს.

"მთელ რეგიონში კონფლიქტის გავრცელების რისკი ახლა ძალიან რეალურია. აუცილებელია ისრაელსა და მის მეზობლებს შორის დიალოგის გაგრძელება. აუცილებელია ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება, რომელიც ჰამასს იარაღს აწვდის", - ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა