logo
ENG



ევროკომისიის რეკომენდაცია: მიენიჭოს უკრაინას კანდიდატის სტატუსი

17 ივნ 202214:02
3 წუთის საკითხავი
 

ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

"კომისიის რეკომენდაცია საბჭოსათვის არის ის, რომ პირველ რიგში უკრაინას მიეცეს ევროპული პერსპექტივა და მიეცეს კანდიდატის სტატუსი. ეს არის, რა თქმა უნდა, იმის ფონზე, რომ ქვეყანამ უნდა გაატაროს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები.

რომ გავაკეთოთ ერთგვარი შეჯამება უკრაინასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ერთი ნათელი შეტყობინება და ეს არის დიახ - უკრაინა იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, დიახ, უკრაინა უნდა მივიღოთ როგორც კანდიდატი ქვეყანა. ეს ყველაფერი იმ კარგი საქმიანობის ფონზე ხდება, რაც განხორციელდა უკრაინაში, მაგრამ რაც მომავალშიც უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, პროგრესი მთლიანად დამოკიდებულია უკრაინაზე, სწორედ უკრაინის ხელშია ეს ყველაფერი და მათ შეუძლიათ, საკუთარი მომავალი შექმნან", - ამბობს ფონ დერ ლაიენი. 

აღნიშნულ რეკომენდაციის საფუძველზე ევროპული საბჭო შემდეგ კვირაში გადაწყვეტს, მიენიჭება თუ არა უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. 


close დახურვა