logo
ENG



ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები ისრაელში ჩავიდნენ

13 ოქტ 202316:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/13/kn6gaoq256i5nqs.jpg

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ისრაელში ჩავიდნენ.

"მე ჩამოვედი ისრაელში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად, რათა გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა ისრაელის მოქალაქეების მიმართ ჰამასის საშინელი ტერაქტის შემდეგ", - წერს Twitter-ზე ევროკომისიის პრეზიდენტი.

"ტერორი არ გაიმარჯვებს. ჩვენ შეგვიძლია და უნდა შევაჩეროთ ჰამასი. რაც შეგვიძლია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჰუმანიტარული შედეგების შესამსუბუქებლად", - წერს Twitter-ზე ევროპარლამენტის პრეზიდენტი.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა