logo
ENG



ევროპა საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

05 დეკ 201919:38
3 წუთის საკითხავი
clock 465
o6s8341unabrm8w.jpg

ამჯერად კრიტიკა ევროპიდან - დემოკრატიული რეფორმები, მედიის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლო და კანონის უზენაესობა - ეს ის ფასეულობებია, რომელიც უნდა დაიცვას ქვეყანამ ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციისთვის. საქართველოს ხელისუფლებას ახსენებენ, რომ ევროკავშირის წინაშე დაკისრებული ვალდებულებები შესასრულებელია.

ახალი ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში აცხადებს, რომ საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რამდენად მტკიცედაა ქვეყანა ორიენტირებული ევროკავშირის მიმართ. განცხადებები ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ასამბლეაზე გაკეთდა.

ქართული სამოქალაქო სექტორი ბრიუსელში ღიად აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ, ან არ აჩვენებს პროგრესს ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით. ამ კრიტიკას არ დაეთანხმა სახელმწიფო მინისტრი. ასამბლეის ფარგლებში  ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააპროტესტეს რუსული ოკუპაცია და მხარდაჭერა გამოხატეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. უკანონოდ დაპატიმრებული ქართველი ექიმის საკითხი დეკლარაციაშიც მოხვდება. 


close დახურვა