logo
ENG



ევროპარლამენტარები: ქართველ პარტნიორებს მოვუწოდებთ, შეთანხმება სრულად შეასრულონ

10 მარ 202017:11
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარები "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან, თუმცა პარტნიორებს მისი დაუყოვნებლივ შესრულებისკენ მოუწოდებენ.

ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „იპიპის“, „სოციალ-დემოკრატების“ და „მწვანეების“ ლიდერები. მათ შორისაა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დეივიდ მაკალისტერიც.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტნიორებმა უნდა  უზრუნველყონ საკონსტიტუციო ცვლილებების სწრაფი მიღება და არჩევნების "ეუთო/ოდირის" რეკომენდაციების  მიხედვით ჩატარება.

ევროპარლამენტარების შეფასებით, ამ ნაბიჯებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისა და დემოკრატიის კონსოლიდირებისთვის.  


close დახურვა