logo
ENG



ევროპარლამენტარი: როცა ვუყურებ ბელარუსს, საქართველოს, პუტინი ყველგან მარცხდება

21 იან 202120:32
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარი რასა იუნკიავიჩენე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას აცხადებს, რომ თავისუფლებისმოყვარე ადამიანებს ეჭვიც არ შეპარვიათ "აშკარა დარღვევების" არსებობაში. 

"თავისუფლებისმოყვარე ადამიანებს ეჭვის არ შეპარვიათ, რომ ადგილი ჰქონდა აშკარა დარღვევებს. ვულოცავ საქართველოსა და ქართველებს იმიტომ, რომ ახლა უკვე ოფიციალური განაცხადი გაქვთ. ეს ოფიციალური პოზიციაა. ვფიქრობ, შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ერთად ეს, შეიძლება გარღვევა იყოს. როდესაც ვუყურებ აღმოსავლეთის ქვეყნებს, ბელარუსს, საქართველოს, პუტინი ყველგან მარცხდება. შეხედეთ ნავალნის, როგორი მდგომარეობაა ქვეყანაში. ასე რომ გილოცავთ, წინსვლა გააგრძელეთ", - ამბობს ევროპარლამენტარი.

იგი, ასევე მოუწოდებს საქართველოს, მოაგვაროს შიდაპოლიტიკური მდგომარეობა, ვინადან, მისივე თქმით, ეს ხელისშემშლელი იქნება ევროინტეგრაციის გზაზე:

"ერთადერთი პრობლემა, რომელიც როგორმე უნდა გადაჭრათ, თქვენი შიდაპოლიტიკური მდგომარეობაა. ეს ორივე მხარის პასუხისმგებლობაა, თუმცა განსაკუთრებით, მმართველი პარტიის, რადგან ეს, შესაძლოა, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების გზაზე ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორად იქცეს".

ევროსასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმეზე, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა. კერძოდ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახურიცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები.

სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.


close დახურვა