ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართულ საზოგადოებას, მათ სწრაფვას თავისუფლებისკენ და ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისკენ. არჩევნები მოიპარეს და გააყალბეს რუსული გავლენებით. ამიტომ, მხარს ვუჭერთ ოპოზიციის განცხადებას, ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევების ორგანიზების შესახებ. ასევე მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია. ჩვენ იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც კარგად ესმით, რას ნიშნავს რუსული გავლენა. რაც შეეხება სანქციებს, ეს ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ, როგორც ევროპარლამენტის წევრები, მხარს ვუჭერთ ამერიკის ადმინისტრაციის მიერ გადადგმულ ნაბიჯს. ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ არჩევნები მოპარულია და ამ სანქცირებულ ადამიანს რუსეთში ავტორიტარულ რეჟიმთან ურთიერთობა აქვს.
ევროპარლამენტარი ივანიშვილის სანქციებზე: ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ არჩევნები მოპარულია
28 დეკ 202414:49
3 წუთის საკითხავი