logo
ENG



ევროპარლამენტის პრეზიდენტი კვლავ რობერტა მეცოლა იქნება

16 ივლ 202414:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/16/9bfw4d0jvuqdcj0.jpg

ევროპარლამენტის პრეზიდენტად კვლავ რობერტა მეცოლა აირჩიეს. აღნიშნული თანამდებობა პირველად მან 2022 წელს დაიკავა.

მალტის ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა 720 არჩეული ევროპარლამენტარიდან 562-ის მხარდაჭერა მოიპოვა. როგორც POLITICO წერს, მეცოლას არჩევა მოსალოდნელი იყო, რადგან, პრაქტიკულად, ის უკონკურენტო იყო. მეორე კანდიდატი ირენ მონტერო იყო, რომელმაც მხოლოდ 61 ხმა მიიღო.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი 5-წლიანი მანდატი ტრადიციულად მემარცხენე ცენტრისტულმა სოციალ-დემოკრატებმა (S&D) და მემარჯვენე-ცენტრისტულმა ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) გაიყვეს. 2,5 წლის შემდეგ მეცოლას შემცვლელის შერჩევას S&D დაიწყებს.

კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლის დროს მეცოლამ თქვა, რომ ის ხმელთაშუაზღვის კუნძულზე იზრდებოდა, რომელიც ფიქრობდა, რომ ევროპარლამენტი მაღალი სტანდარტების, შესაძლებლობებისა და უსაზღვრო პოტენციალის ადგილი იყო.

"ეს უნდა იყოს პარლამენტი რომელსაც არ ეშინია ლიდერობისა და ცვლილებების. მოვერიდები რთული გადაწყვეტილებების მიღებას", - თქვა მან.

რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტობა რთულ პერიოდში მოუწია, როდესაც რამდენიმე დეპუტატი კორუფციულ სკანდალში გაეხვა და როდესაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა.


close დახურვა