ევროპარლამენტმა რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ომის დანაშაულად აღიარა. შესაბამისი გადაწყვეტილება პლენარულ სესიაზე მიიღეს. ევროპარლამენტარებმა მომხდარი დაგმეს.
"დეპუტატებმა დაგმეს უკრაინის ნოვა კახოვკაში კაშხლის განადგურება, რუსეთის მიერ ჩადენილი უახლესი ომის დანაშაული, რომელსაც შედეგები უნდა მოჰყვეს. მათ მოუწოდეს ევროკავშირს გააგრძელოს უკრაინის ძლიერი მხარდაჭერა, დააწესოს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მილიარდობით გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას მიახმაროს", - ნათქვამია განცხადებაში.
6 ივნისს, რუსულმა ძალებმა ხერსონში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რის შემდეგაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. მისი თქმით, ამ ადამიანთა უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.
გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დატბორილ დასახლებებში ცხოვრება ამჟამად შეუძლებელია.
ამავე თემაზე: