logo
ENG



ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე დეპუტატებისგან სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

17 მარ 202120:30
3 წუთის საკითხავი
 

ბრიუსელში ვიზიტის მესამე დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის შეხვდა.

ამის შემდეგ სასოლიმ შეხვედრაზე დაიბარა ის ევროდეპუტატები, რომლებიც საქართველოს საკითხებზე მუშაობენ. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კარლ ჰარცელი ესწრებოდა. 

ევროპარლამენტის პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას ერთგვარი არაფორმალური საკონტაქტო ჯგუფი. პირველადი ინფორმაციით, ამ ჯგუფში შევა 5 ევროდეპუტატი: ანდრიუს კუბილიუსი, პეტრას აუსტრავიჩუსი, მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და მიხაელ გალერი. 


close დახურვა