ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა საფრანგეთში გამოვლინდა. პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში ჩინელი ტურისტი დაიღუპა.
80 წლის პაციენტი 25 იანვრიდან გადიოდა მკურნალობის კურსს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 11 შემთხვევაა გამოვლენილი. პარალელურად, ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს იაპონიის პორტში გაჩერებული საკრუიზო ლაინერის კიდევ 67 მგზავრს. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 286-მდე გაიზარდა. იაპონიაში კორონავირუსით მხოლოდ ერთი ადამიანია გარდაცვლილი. ერთი დაიღუპა ეგვიპტეშიც, ხოლო ჩინეთში საშიში ვირუსით 1523 პაციენტი დაიღუპა.