logo
ENG



ევროპის დროშა დამოუკიდებლობის დღეს

26 მაი 202320:19
3 წუთის საკითხავი
 

დაკავების გარეშე არც დამოუკიდებლობის დღეს ჩაუვლია. პოლიცია თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილებას უზღუდავდა იმ პირებს, ვინც დემონსტრაციულად საზეიმო ღონისძიებებზე საქართველოსთან ერთად, ევროპის დროშითაც მივიდა. დაუმორჩილებლობის მოტივით რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის მხარდამჭერი აქციის მონაწილე არასრულწლოვნების თვალწინ დააკავეს. ხელისუფლებისა და პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში სახელმწიფო დროშასთან ერთად ევროპის დროშა ფრიალებდა. ეს ისევ ხალხის დამსახურებაა, რომელსაც სურს აჩვენოს ქვეყნის პარტნიორებს, რომ დამოუკიდებლობის სულისკვეთებასა და ევროპისკენ სვლას შორის სრულ თანხვედრაა.


close დახურვა