logo
ENG



ევროპის მიმართულებით დადგენილ ავიარეისებს ბერლინი დაემატა

28 მარ 202014:55
3 წუთის საკითხავი
 
ayva26x47qjz8b7.jpg

პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს  მიერ განსაზღვრულ განრიგში ცვლილება შევიდა და  განრიგს 3 აპრილისთვის დაემატა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულება, რომელსაც კომპანია Georgian Airways შეასრულებს. განრიგის თანახმად მიმდინარე წლის  3 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებას შეასრულებს კომპანია LOT Polish Airlines. ამ რეისებზე ბილეთები გაიყიდება ბერლინის შემთხვევაში კომპანია Georgian Airways-ის, ხოლო ვარშავის შემთხვევაში კომპანია LOT Polish Airlines-ის ვებგვერდებზე.

10 აპრილის ჩათვლით ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს  მოქალაქეების დასაბრუნებლად 23 მარტს განხორციელდა ბერლინი-თბილისის, 24 მარტს - ათენი-თბილისის, 26 მარტს კი  ვენა-თბილისის რეისები.  

 

შეგახსენებთ  ფრენების არსებულ განრიგს:


28 მარტი - ვარშავა-თბილისი - LOT Polish Airlines

31 მარტი - ამსტერდამი-თბილისი - Georgian Airways

3 აპრილი - ბერლინი-თბილისი - Georgian Airways

3 აპრილი - ვარშავა-თბილისი - LOT Polish Airlines

4 აპრილი -ლონდონი-თბილისი - Georgian Airways (კომპანიის გეგმური რეისი)

7 აპრილი -ათენი-თბილისი - Georgian Airways

10 აპრილი -ლარნაკა-თბილისი - Georgian Airways

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ავიარეისებზე ბილეთები თანმიმდევრობით გაიყიდება, ავიარეისის შესრულების თარიღამდე  2 დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია  Georgian Airways -ის ვებ-გვერდზე,ხოლო პოლონეთის მიმართულებაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება კომპანია LOT Polish Airlines -ის ვებ გვერდზე. ავიარეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებზე   სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.


close დახურვა