logo
ENG



ევროპის შერეულ გუნდურ ტურნირზე 10 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

11 ნოე 202117:41
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/11/l9ilo1bh9jnjtnr.jpg

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდურში 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. კონტინენტის პირველობა 27 ნოემბერს რუსეთის ქალაქ უფაში გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატზე ორთაბრძოლები კაცებში 73, 90 და +90 კილოგრამ, ხოლო ქალებში 57, 70 და +70 კგ. წონით კატეგორიებში ჩატარდება.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე გადახალისებული შემადგენლობით გაემგზავრება:

  • ალეკო მამიაშვილი, ფრიდონ გიგანი (73 კგ.)
  • ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (90 კგ.)
  • გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი (+90 კგ.)
  • ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.)
  • მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (ორივე 70კკგ.)
  • სოფიო სომხიშვილი (+70 კგ.)

რუსეთში ჩასატარებელი შეჯიბრება მხოლოდ გუნდურში გაიმართება, მსგავსი ტურნირი კი პირველად ტარდება.

უფაში დაგეგმილ ტურნირში არ მონაწილეობენ საქართველოს ნაკრების ლიდერები, მათ შორის, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური, რომელმაც ოქტომბერში თიაქარის გეგმიური ოპერაცია გაიკეთა. 21 წლის სპორტსმენი, სავარაუდოდ, ამ წლის ბოლომდე ვერ დაუბრუნდება ტატამს.


close დახურვა