logo
ENG



ევროპული საბჭო: ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე

28 ოქტ 202316:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/28/a7q3qst98si1yzd.jpg

ბრიუსელში 26-27 ოქტომბერს გამართულ ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დასკვნითი დოკუმენტი მიიღეს, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი. 

დოკუმენტი EU-ს გაფართოების კონტექსტში საქართველოსთან ერთად, ასოცირებული ტრიოს დანარჩენ ორ ქვეყანას - უკრაინასა და მოლდოვასაც ეხება. მასში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მზადაა, იმუშაოს სამივე ქვეყანასთან და დაეხმაროს მათ რეფორმების განხორციელებაში. 

"ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან და მხარს უჭერს მათ ევროპულ გზაზე რეფორმების განხორციელების პროცესში", - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

 

 

close დახურვა