logo
ENG



ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადის საკითხს ივნისში დაუბრუნდება

31 მაი 202209:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/31/ws7c8buw57d1jho.jpg

ევროპული საბჭო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის ივნისის სხდომაზე დაუბრუნდება. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელდა.

"ევროპული საბჭო ითვალისწინებს კომისიის მიერ უკრაინის, ისევე როგორც მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადის შესახებ მოსაზრებების მომზადებას და საკითხს ივნისის სხდომაზე დაუბრუნდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

30-31 მაისს ევროპული საბჭოს სამიტი გაიმართება. ევროპელ ლიდერებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეუერთდა.

30 მაისის სპეციალურ შეხვედრაზე ევროპელმა ლიდერებმა უკრაინის საკითხი განიხილეს. ევროპულმა საბჭომ მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს აგრესია და თავდასხმები მოსახლეობაზე. ასევე, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.

"რუსული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკე და მიყენებული ტანჯვა და ნგრევა ენით აუწერელია", - აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში.


close დახურვა