ევროპული საბჭოს შემდეგი პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ტერეზ ბლანშე იქნება.
ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 7 ოქტომბერს, პრაღაში გამართული არაფორმალური შეხვედრის შემდეგ სახელმწიფოების მეთაურები დაეთანხმნენ შარლ მიშელის წინადადებას მის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად ტერეზ ბლანშის წარდგენის შესახებ.
ევროკავშირის საქმიანობის ხელშეკრულების თანახმად, საბჭო ახლა ფორმალურ პროცედურებს გაივლის.
მის ტერეზ ბლანში ახლა ევროპული საბჭოს იურიდიული მრჩეველი და საბჭოს იურიდიული სამსახურის გენერალური დირექტორია.
შარლ მიშელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტად მეორე ვადით 2022 წლის 24 მარტს, 2.5 წლით აირჩიეს.