logo
ENG



ევროპული საქართველოს სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება

27 ივლ 202015:05
3 წუთის საკითხავი
 
hgr4743wdtmx9ys.png

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ევროპული საქართველოს სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება.

ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმ გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო სია შიდა კონკურენციის პრინციპით შედგება.

„ჩვენი სია სპეციფიკურია, პირველი ნომერი იქნება დავით ბაქრაძე. რაც შეეხება ძირითად ადგილებს - ჩვენ გვექნება სრულიად ახალი ინოვაცია, რაც აქამდე საქართველოს პარტიების ისტორიაში არ ყოფილა, ეს არის შიდა კონკურენცია.  თუ ვინ გავა პარლამენტში დანარჩენ ადგილებზე, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა შედეგს დადებენ ამა თუ იმ ოლქში ჩვენი თანამებრძოლები“, - თქვა უგულავამ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.  წლევანდელი არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება - 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.   


close დახურვა