logo
ENG



ევროპული წყაროების ცნობით, ალინა კაბაევა ევროკავშირის სანქციების სიაში შევიდა

06 მაი 202215:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/06/w6yo78lrxgmi8xh.jpg

ევროპული დიპლომატიური წყაროების ცნობით, პუტინის მეგობარი ქალი, ალინა კაბაევა ევროკავშირის სანქციების სიაში შევიდა, რომელიც მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესდა.

ევროკავშირს ოფიციალურად ხელი არ მოუწერია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე მოხდეს, რომელიც ამჟამად ბრიუსელში მიმდინარეობს.

“მოლაპარაკებები მიდის. ეს არ არის მარტივი, მაგრამ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ,” - განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატიურმა წყარომ.

კაბაევა პირველად პუტინს ათ წელზე დიდი ხნის წინ დაუკავშირეს, როდესაც ის მედლების მფლობელი ტანმოვარჯიშე იყო. პუტინმა კი მასთან ურთიერთობა უარყო. არსებობს ვარაუდი, რომ პუტინსა და კაბაევას საერთო შვილები ჰყავთ. 

აპრილში, Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს ოფიციალური პირები მსჯელობდნენ დაეწესებინათ თუ არა სანქციები კაბაევას მიმართ, რადგან შესაძლოა ამ ნაბიჯს კიდევ უფრო გაემძაფრებინა დაძაბულობა და პუტინს ეს პირად დარტყმად ჩაეთვალა. 


close დახურვა