logo
ENG



ეზუგბაია: 14 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო გაჩიანიდანაა, ერთი კი იმპორტირებულია

12 აგვ 202011:14
3 წუთის საკითხავი
 
foibhbmsvjo8ork.jpeg

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 3 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 38 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული.

ეზუგბაიას თქმით, დღეს გამოვლენილი 14 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო გაჩიანია, 12-ის ლენჯერი და ერთი შემოტანილი შემთხვევაა.

"14 ახალი დადასტურებულიდან ერთი არის გაჩიაინის წყაროდან, 12-ის წყაროა ლენჯერი და ერთი პაციენტი არის შემოტანლი შემთხვევა. გამოჯანმრთელებული 4 გვყავს. 

კოვიდ ცენტრებში დღეს 203 პაციენტი მკურნალობს. ამ 203 პაციენტიდან 7-ის მდგომარეობა კრიტიკულია. ხოლო მძიმე მდგომარეობაშია 16 პაციენტი. 

ინფექციურ საავადმყოფოში გვყავდა 33 დადასტურებული შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელდა ერთი და დაგვემატა 6 ინფიცირების შემთხვევა. საერთო ჯამში 38 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს ჩვენს კლინიკაში.  ამ 6 ახალი შემთხვევიდან 2 პაციენტი გაჩიანაიდანაა, ერთი შემოტანილია, დანარჩენი საკარანტინო სივრცეში გამოვლენილი შემთხვევებიდან. 3 მძიმე პაციენტის ჩვენს ცენტრში. მათი მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდაბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1278 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან გამოჯანმრთელებულია 1058 პაციენტი, გარდაცვლილია - 17.


close დახურვა