logo
ENG



ეზუგბაია: 187 ახალი ინფიცირებულიდან 116 აჭარაში გამოვლინდა, 30 კი თბილისში

19 სექ 202011:11
3 წუთის საკითხავი
 
ეზუგბაია: 187 ახალი ინფიცირებულიდან 116 აჭარაში გამოვლინდა, 30 კი თბილისში

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 187 ახალი ინფიცირებულიდან 116 შემთხვევა აჭარას უკავშირდება. 

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში კოვიდ19-ით ინფიცირების 30 შემთხვევა გამოვლინდა. 

"187 დადასტურებული შემთხვევიდან 116 არის აჭარაში, 30 გამოვლინდა თბილისში, 15 უკავშირდება იმერეთს, 11 შემთხვევა გამოვლინდა სამეგელო - ზემო სვანეთში, გურია - 4, კახეთი - 3, შიდა ქართლი - 3, ქვემო ქართლი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 1. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი არის 85". - ამბობს ეზუგბაია. 

მისივე თქმით, კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო-ჰოსპიტლებში მკურნალობასა და მეთვალყურეობას ჯამურად 1798 პაციენტი გადის. მათგან მძიმე პაციენტების სიაში 70-ზე მეტი ადამიანია, ხოლო 14 არის კრიტიკულად მძიმე. 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში 3500-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდა. რამდენია მთელ საქათველოში ბოლო 24 საათში ტესტირების რაოდენობა - NCDC-ის ინფორმაცია, ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია. ცნობილია, რომ 17 სექტემბერს ჩატარდა 13 226 ტესტი.

19 სექტემბრის მონაცემებით, ახალი კორონავირუსი ჯამში 3119 ადამიანს დაუდასუტირდა. გამოჯანმრთელდა - 1435. გარდაიცვალა 19. აქტიური შემთხვევების რაოდენობა არის 1639.


close დახურვა