ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაში გამოვლინდა, 30 თბილისში, 19 ქუთაისში, 6 სამეგრელო ზემო-სვანეთში, 5 ქვედა ქართლში, 1 შიდა ქართლში, 4 გურიაში, 2 მცხეთა-მთიანეთში, ერთი კი კახეთში.
რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებული პაციენტიდან, 14-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 80-მდე პაციენტის მდგომარეობა კი მსუბუქად მძიმე.
"ჯერჯერობით გახლავთ კვლავ 14 კრიტიკულად მძიმე ავადმყოფი და 80-მდე მძიმე პაციენტი, დანარჩენთა მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმის გახლავთ",-განაცხადა ეზუგბაიამ.
დღეს, 19 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში საქართველოში ვირუსის 3502 შემხვევაა გამოვლენილი, მათგან 1494 გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.
NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 7813 PCR ტესტირება ჩატარდა.