თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევიდან 16 დადასტურებულ პაციენტებთან კონტაქტია.
მისივე თქმით, 1-ის დაინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა.
"25 ახალი შემთხვევიდან 1 გაჩიანის კლასტერიდანაა, 16 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 1 არის სამედიცინო პერსონალი, 5 არის შემოტანილი, 1 პაციენტი აფხაზეთიდან გადმოყვანილი და 1-ის წყარო უცნობია", - თქვა ეზუგბაიამ.
მისი განცხადებით, ამჯამად ქვეყანაში 261 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში 2 მძიმე პაციენტი ჰყავთ.