logo
ENG



ეზუგბაია: 2 პაციენტი კრიტიკულია, მაგრამ სტაბილიზაციის ელემენტები შეიმჩნევა

03 აპრ 202010:43
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 2 მკურნალობას მათ კლინიკაში გადის. 

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ინფექციურში ამ დროისთვის სულ 5 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, თუმცა  მათ მდგომარეობაშიც დადებითი დინამიკა ფიქსირდება. 

"148 პაციენტი გვყავს. ამ ახალი შემთხვევებიდან 2 პაციენტი ჩვენთან მკურნალობას, დანარჩენები გადანაწილდნენ სხვა 10 საავადმყოფოში, რომლებიც კოვიდინფიცირებულებს იღებენ. ჩვენთან შემოსული ახალი პაციენტების წყარო ცნობილია. ისინი არიან ჩვენთან მანამდე მოთავსებული პაციენტების კავშირები. პაციენტების უმეტესობა არის სტაბილური. 5 პაციენტს აქვს პნევმონია, ხოლო დანარჩენებს ფილტვების ანთება არ უფიქსირდებათ. მათი მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო საშუალოზე მსუბუქი. თუ დაავადება ასე განვითარდება, მათთან გამოჯანმრთელება მალე დადგება. იცით, რომ გვყავს 5 მძიმე პაციენტი. აქედან 2 კრიტიკულია, მაგრამ სტაბილიზაციის ელემენტები შეიმჩნევა. დანარჩენ 3 შემთხვევაში სტაბილიზაცია უკვე მიღებულია. თუ ეს შენარჩუნდება ხვალ უბრალოდ კრიტიკული პაციენტების სიაში გადავლენ", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

 


close დახურვა