logo
ENG



ეზუგბაია: 3 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

26 მარ 202019:35
3 წუთის საკითხავი
 

ვენთან 4 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. აქედან ორი განსაკუთრებით მძიმეა და ერთიც - ასაკოვანი ქალი კრიტიკულადაა",-ასეთია ინფექციურ საავადმყფოში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის. 

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურში მონაცემები არ შეცვლილა, თუმცა, დღის მეორე ნახევარში კიდევ ორი ინფიცირებული დაემატა.

"დილის შემდეგ მონაცემები შეცვლილია, ამ დროისთვის 79 შემთხვევა გვაქვს ჯამში. დამატებული ორი შემთხვევა გახლავთ მარნეულის წყარო, რომლებიც ჩვენს დაწესებულებაში არიან მოთავსებულნი. ჩვენს ცენტრში კი დღის პირველ ნახევარში გამოკვლეული 10 პაციენტიდან არცერთს არ დაუდასტურდა ვირუსი. სწრაფი ტესტები ჩვენთან არ ჩატარებულა. ჩვენ ჩვეულებრივ ვაგრძელებთ ისე, როგორც ადრე",-აღნიშნა ეზუგბაიამ

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ცენტრი კვლავ ელოდება ახალ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს.

 


close დახურვა