ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ამჟამად კლინიკაში მყოფი ორი კორონავირუსით ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
ეზუგბაიას თქმით, 6 ახალი შემთხვევიდან 4 გორის კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო 2 პირველ საუნივერსიტეტოში.
„დღეს დილის მონაცემებით გვყვავს 97 დადასტურებული შემთხვევა. აქედან 47 არის ჩვენთან. ჩვენ 1 შემოგვემატა, წყარო არის ინგლისი. დანარჩენი 6-ის წყარო ცნობილია, ეს არის ბოლო ორი შემთხვევის კონტაქტი. ინფიცირებულებიდან 4 მოთავსებულია გორის კლინიკაში, ხოლო 2 საუნივერსიტეტო კლინიკაში“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 97 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 18 გამოჯანმრთელებულია. კარანტინში, ბოლო მონაცემებით, იმყოფება 4876 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 264 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ხოლო ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და ბოლნისში, კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. გარდა ამისა, საგანგებო რეჟიმის გამკაცრება მოხდა ორ ქალაქში - ზუგდიდსა და ფოთში, იქ პოლიციის ბლოკ-პოსტებია განთავსებული.