logo
ENG



ეზუგბაია: 6 ახალი პაციენტი არის ლენჯერიდან, 1 პაციენტი სამედიცინო პერსონალია

14 აგვ 202011:44
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის,  მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდცენტრებში 204 პაციენტი მკურნალობს. 

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, გამოჯანმრთელებულია 83 პროცენტი. 

"23 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 6 პაციენტის წყარო ლენჯერია, 11 პაციენტი არის უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 2 არის იმპორტირებული შემთხვევა და ორივე მათგანი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთ პაციენტი სამედიცინო პერსონალია, 3 პაციენტის შემთხვევაში კი მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით. კვლავ 83% რჩება გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი და ამ დადასტურებულებისა და გამოჯანმრთელებულების შეფარდებით, დღევანდელი მონაცემებით, 204 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში", - განაცხადა ეზუგბაიამ. 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა



close დახურვა