logo
ENG



ეზუგბაია: აჭარაში ეპიდვითარება სერიოზულია, რეგიონი უკვე წითელი ზონაა

08 სექ 202011:13
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, აჭარა უკვე წითელი ზონაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება სერიოზულია. 

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შესრულებასა და აღსრულებაზე კონტროლი გაძლიერდეს, ასევე მოხდეს ტესტირების გაფართოება.

"აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა. იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია, რაც ნიშნავს, რომ აჭარის რეგიონი უკვე წითელი ზონაა. ამიტომ იქ ალბათ დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი. ეს ნიშნავს რეკომენდაციების შესრულებაზე და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების ალბათ გაძლიერებას და ტესტირების უფრო მეტად გაფართოებას. ამ ეტაპზე ჩაკეტვაზე საუბარი არ არის. დანარჩენი გამოჩნდება, როგორი მატება იქნება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდაინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 45 ახალი შემთხვევიდან 23 შემთხვევა აჭარას უკავშირდება, ახალი შემთხვევებიდან 3 ინფიცირებული დონას კლასტერია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 1729 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1321 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.


close დახურვა