ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კლინიკაში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 1 კრიტიკული პაციენტია.
ეზუგბაიას თქმით, დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 19 ინფიცირების ფაქტი დაიფიქსირდა.
„გუშინ იყო 652 დადასტურებული შემთხვევა. შემოგვემატა 19 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელებული იყო 383 და მხოლოდ 10-ია გამოჯანმრთელებული და 393-ია. ამჟამად, კოვიდცენტრებში 266 პაციენტი მკურნალობს. 19 შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. 17 აქედან ბოლნისია - ორი სოფელია ძირითადად, გეტა და მუშევანი. ორი შემთხვევიდან ერთი მედპერსონალი და ერთი საკარანტინე სივრციდანაა. ექიმი არ ვიცი საიდანაა.
ჩვენთან ახალი სამი პაციენტია შემოყვანილი ბოლნისიდან - ერთი ოჯახის სამი წევრია. მათი მდგომარეობა საშუალოზე მძიმე არაა. გაფართოებული კვლევებით შევაფასაბთ ამ პაციენტების სიმძიმეს. ამ წუთში 38 პაცეინტი გყვავს, აქედან 2-თან გამოირიცხა და დატოვებს კლინიკას. ველოდებით რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას.
ერთი კრიტიკული პაციენტი გყვავს მისი მდგომარეობა სტაბილურია და იმედია, ასე დარჩება. ველოდებით რამდენიმე ადამიანის გამოჯანმრთელებას“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ქვეყანაში კორონავირუსით 671 პაციენტი დაინფიცირდა. აქედან 393 განიკურნა, ხოლო 12 გარდაიცვალა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 404 ადამიანია, ხოლო კარანტინის რეჟიმში - 3873 მოქალაქე იმყოფება.