logo
ENG



ეზუგბაია: გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა

18 აპრ 202010:49
3 წუთის საკითხავი
 
lou3h27mslspwlb.png

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეის მონაცემებით კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 385-მდე გაიზარდა. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, 84 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„დღეს დაგვემატა 15 შემთხვევა და გვაქვს 385 შემთხვევა, ასევე დაგვემატა  7 გამოჯანმრთელებული - იყო 77, გახდა 84. ამ გამოჯანმრთელებულებში 50-ზე მეტი ჩვენი პაციენტია. დადასტურებულ შემთხვევებში ჩვენ გადავაცილეთ 100-ზე მეტს და 385 დადასტურებული შემთხვევიდან, 100-ზე მეტი ჩვენია. გუშინ ჩვენ ცენტრს საღამოდან დილამდე პაციენტი არ შემატებია, გვყავს ისევ 45 დადასტურებული შემთხვევა, თუმცა გუშინდელ 6 დადასტურებულ შემთხვევაში 3 არის საკმაოდ მძიმე პნევმონიით, ჯერჯერობით მართვადია მათი მდგომარეობა. მძიმე პაციენტებიდან გვყავდა 5 პნევმონია, ერთი სუნთქვის უკმარისობით, დაგვემატა კიდევ 3 პაციენტი. მძიმე პნევმონიით ამ ეტაპზე გვყავს 8 და კრიტიკულთან მიახლოებული - 2 პაციენტი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიმ.

შეგახსენებთ 385 დადასტურებული შემთხვევიდან, გარდაცვლილია - 3 პაციენტი. ამ მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4971 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 519 პაციენტი.

 


close დახურვა