logo
ENG



ეზუგბაია: გყვავს 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი

12 მაი 202011:15
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კლინიკიდან ჯამში 90 გამოჯანმრთელებული ადამიანი გაეწერა.

ეზუგბაიას თქმით, ინფექციურში 3 პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს.

„ჩვენთან 37 დადასტურებული შემთხვევაა, 3 გაეწერა გუშინ. 90 გამოჯანმრთელებული ყავს ჩვენს ცენტრს. მძიმე პაციენტი გყვავს ერთი, კრიტიკული პაციენტი, რომლის სტაბილიზირება მიღებულია. სულ რამდენიმე დღის შეფასება გვჭირდება მისი კლინიკური მდგომარეობისა და ლაბორატორიული მონაცემების და შეგვძლია ვთქვათ როგორია პროგნოზირება. ამ ეტაპზე, შეუძლებელია პროგნოზირება. გარდა ამისა, სამი მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გყვავს, მათი მდგომარეობა სტაბილურია და დაავადება არ პროგრესირებს. იმედია, ისინიც მძიმე პაციენტები აღარ იქნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო მომაცემებით, საქართველოში 639 კოვიდინფიცირებულია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 349-ს შეადგენს. გარდაცვლილია 11 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსი პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.


close დახურვა