ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსით ინფიცირებულ კიდევ 5 პაციენტზე მიიღეს უარყოფითი პასუხი.
ეზუგბაიას თქმით, 5-დან ორმა უკვე დატოვა კლინიკა.
„დღესდღეობით საქართველოში დადასტურებული 54 პაციენტიდან 35 ჩვენთან იმყოფება, 19 კი სხვა დაწესებულებაში. როგორც თქვენთვის ცნობილია, 3 პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა. გუშინ კიდევ 5 პაციენტს ჩაუტარდა განმეორებითი უარყოფითი ტესტი და ხუთივეს უარყოფითი პასუხი მოუვიდა. ასეთ შემთხვევაში ვლაპარაკობთ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია.
2 მათგანი უკვე გაეწერა ანუ ჯამში 5 პაციენტმა დატოვა კლკინიკა. 3 პაციენტი დღეს კლინიკურად შეფასდება და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, დატოვებენ ჩვენს ცენტრს. გუშინ 12 ახალი პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და 12-ვეს პასუხი უარყოფითი იყო“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, კოვიდ 19 საქართველოში 54 ადამიანს დაუდასტურდა, კარანტინის რეჟიმში 3 254, ხოლო სტანციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 233 ადამიანი იმყოფება.