თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან 4 ინფიცირებულის წყარო ცნობილია, ხოლო დანარჩენი 2 პაციენტის ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ეზუგბაიას თქმით, მათგან არცერთი ინფექციურ საავადმყოფოში არ მიუყვანიათ.
რაც შეეხება კლინიკაში მყოფ პაციენტებს, როგორც ეზუგბაია აცხადებს ამ ეტაპზე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსული ინფექციით 27 პაციენტი იმყოფება, მათგან მძიმე პაციენტი არის ერთი.
„გუშინ დაგვემატა 6 ახალი დადასტურებლი შემთხვევა და დღეისთვის გვყავს 677 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი საკმაოდ სოლიდურია - 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გვყავდა 393 და ახლა გვყავს 419 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში მხოლოდ 246 პაცირნტი მკურნალობს. 6-დან 4-ის წყარო ცნობილია 2 პაციენტის ეპიდკვლევა გრძელდება და გაირკვევა, მათ კონტაქტები აქვთ თუ არა. არცერთი ჩემხ სტაციონარში არ მოუყვანიათ. აქედან გამომდინარე, მათი მდგომარეობა არ ვიცი, მაგრამ ზოგადი ინფორმაცია მაქვს, რომ განსაკუთრებული სიმძიმით არ შეფასებულან. 26 გამოჯანმრთელებულიდან 9 ჩვენია, დაგვრჩა 27 დადასტურებული პაციენტი ამ ეტაპისთვის. ჩვენ გუშინ მივიღეთ 4 პაციენტის შესაძლო შემთხვევა, ეს არიან დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრები, რომელთა კვლევა დღეს დილას დაიწყება. სტაციონარში ამ ეტაპზე მძიმე პაციენტი გვყავს ერთი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია. ამ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად უმჯობესდება და ალბათ მის მონაცემებზე განსხვავებული რანჟირებით დაგელაპარაკებით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, ამ ეტაპისთვის საქართველოში კორონავირუსის 677 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან ამოჯანმრთელებულია 419 პაციენტი, გარდაცვლილია - 12.