logo
ENG



ეზუგბაია: ინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა სატვირთო ავტომობილის მძღოლებს უკავშირდება

04 ივლ 202011:28
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა სატვირთო მანქანის მძღოლებს უკავშირდება. როგორც ეზუგბაია აცხადებს, სამიდან ერთი პაციენტი ინფექციურ კლინიკაში არის მოთავსებული და მისი მდგომარეობა მსუბუქია.

ასევე ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში 24 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს. დღეს კლინიკას ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

“სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, სამივე შემოტანილია. სამივე არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. აქედან ერთი ჩვენთან მოთავსდა. კოვიდ-დადასტურებული პაციენტი ჩვენ გვყავდა 23 და გაგვიხდა 24. გუშინდელი მონიტორინგით, ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელიც დღეს დატოვებს ალბათ ცენტრს. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა უცვლელია, საშუალო სიმძიმისაა. ახალი პაციენტის პირველადი მდგომარეობაც არ არის მძიმე. ჩატარებული კვლევებით ჯერჯერობით მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება. თუ პირველი კვირის განმავლობაში დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება, ამ შემთხვევაში მდგომარეობა დარჩება უცვლელი და დაიწყება გამოჯანმრთელება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 946 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 825, გარდაცვლილია - 15.


close დახურვა