logo
ENG



ეზუგბაია: ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

25 მარ 202019:29
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა.

„ჯერჯერობით მონაცემები არ შეცვლილა. 73 პაციენტი დადასტურებული შემთხვევაა. 32 ჩვენი პაციენტია, პლუს გაწერილია. 73 პაციენტიდან 31 პაციენტი სხვა კოვიდ 19-ის მიმღებ დაწესებულებებშია. დილის მონაცემებით, 10-მა პაციენტმა ჩააბარა ტესტები და ყველა უარყოფითია.

ამასთან, ძველი პაციენტების პირველადი გამოჯანმრთელების ტესტირება მოხდა, სამ პაციენტთან უარყოფითია. გარდა ამისა, გყვავს სამი მძიმე პაციენტი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 73-ს აღწევს. გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი. 

ვირუსის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. ამ ფაქტის გამო, მკაცრი კარანტინის ზონად რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული.   


close დახურვა