logo
ENG



ეზუგბაია: კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულებს

12 მაი 202011:08
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გაანცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა და დამატებული პაციენტის წყაროს ვინაობა უცნობია.

ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულებმა, დადასტურებულ შემთხვევებს გადააჭარბეს.

„გუშინ გვყავდა 638 დადასტურებული პაციენტი და მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა შემოგვემატა, გახდა 639. გამოჯანმრთელებული 317 იყო, 32 დაემატა და არის 349.  დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულებს და ამ ეტაპზე, 349 გამოჯანმრთელებულია და გამოჯანმრთელებულები მეტია, ვიდრე დადასტურებული შემთხვევა, ვიდრე ახლა მკურნალობს.

"ახალი შემთხვევის კონტაქტები მოძიებულია. ოთხი პირია, მათ დღეს ჩაუტარდებათ ტესტირება. კლასტერი უცნობია, წყაროს ვერ დაგიდასტურებთ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.  

შეგახსენებთ, რომ ბოლო მომაცემებით, საქართველოში 639 კოვიდინფიცირებულია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 349-ს შეადგენს. გარდაცვლილია 11 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსი პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.


close დახურვა