logo
ENG



ეზუგბაია: კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

24 მარ 202010:31
3 წუთის საკითხავი
 
7yjs9tulb1nk0xi.png

ჟურნალისტებთან საუბრისას ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ კორონავირუსით ქვეყანაში ჯამში 66 პირია დაინფიცირებული.

ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში 32 პირი გადის მკურნალობას.

„ამ ეტაპზე, კორონავირუსის 66 დადასტურებული შემთხვევააა, აქედან 40 ჩვენ ცენტრში. ჩენ ცენტრს გარეთ 26 დადასტურებული შემთხვევაა. ჩვენგან 40-დან 8 გაჯანმრთელებული პაციენტია. დარჩენილი 32 პაციენტიდან  გაჯანმრთელებულია კიდევ ერთი და ეს მეცხრე პაციენტიც დატოვებს ცენტრს და გამოდის, რომ 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი გყვავს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 66-ს აღწევს. გამოჯანმრთელებულია 9 პაციენტი. 

ვირუსის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. ამ ფაქტის გამო, მკაცრი კარანტინის ზონად რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული.  


close დახურვა