ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა მატების საშუალო მაჩვენებელი 10 პაციენტია.
ეზუგბაიას თქმით, თუ ასე გაგრძელდება ქვეყანა პიკურ მდგომარეობას თავს აარიდებს.
„რამდენიმე დღეში უკვე იმ პაციენტების კვლევას, რომელთაც გასდის ვადა ინფიცირებიდან ორი კვირის შემდეგ. ეს ხდება იმის და მიხედვით თუ როგორია პაციენტის კლინიკური მდგომარეობა. თუ ჩვენ ზომიერად კონტროლირებადი მატება გვექნება, ბოლო ერთი კვირის განმალვობაში მატების საშუალო მაჩვენებელი დღეში 10 პაციენტია. თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ, ეს ძალიან კარგია და პიკურ მდგომარეობას თავს ავარიდებთ. პიკის თავიდან ასაცილებლად უნდა დავრჩეთ სახლში“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კოროანვირუსი 208 პირს დაუდასტურდა. აქედან, 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 3 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 682 პირი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 375 პაციენტი.
კორონავირუსის გამო, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტები.
ჯანმომ ვირუსი პანდემიად გამოაცხადა.