logo
ENG



ეზუგბაია: ოთხი ახალი შემთხვევიდან, სამის წყარო ეროვნული ბანკია

06 აპრ 202010:05
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციურ საავადმყოფოში დღეს კორონავირუსზე ტესტს 5 პაციენტს ჩაუტარებენ. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 

„ოთხი ახალი შემთხვევიდან წყარო არის სხვადასხვა. ერთი პაციენტის წყაროა სომხეთიდან ჩამოსული პირი. დანარჩენი სამი პაციენტის წყარო ეროვნული ბანკია. ამ პაციენტების მდგომარეობა არაა მძიმე. ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. დანარჩენი მძიმე პნევმონიით 5 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

გუშინ გამოვლენილი კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან, ერთ პაციენტს, ინფექცია ქუთაისის ცხელების ცენტრში დაუდასტურდა. რაც შეეხება დანარჩენ სამს, ისინი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.

 

ამ დროსთვის ქვეყანაში კორონავირუსის 174 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 41 ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს,. 36 გამოჯანმრთელდა ხოლო 2 გარდაიცვალა. 


close დახურვა