logo
ENG



ეზუგბაია: რეგულაციები დავიცვათ და საპანიკო სიტუაცია არ გვექნება

22 ივლ 202011:11
3 წუთის საკითხავი
 
3zh7fglc6ma4ue3.jpg

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების 24 ახალ შემთხვევაზე ისაუბრა და მოსახლეობას რეგულაციების შესრულებისკენ მოუწოდა.

ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„პიკური პერიოდები დაკავშირებული იყო ერთ დიდ კლასტერთან და ახლაც ასეა. ჩვენ ახლა გვაქვს გარდაბნის კლასტერი. საკმაოდ დიდი ოთხი სოფელია, 7 000-ზე მეტი მოსახლეა. ეს მატება, ალბათ, მოსალოდნელი იყო. ამ რეგიონის კვლევა გაგრძელდება. ახალი კლასტერის პერიოდში სანამ არ მოხდება მთელი მოსახლეობის გამოკვლევა, არამგონია, არსებული სიტუაცია გაფუჭდეს. რეგულაცია არ უნდა იყოს ფიქტიური ქაღალდზე, ყველა რეგულაცია უნდა იყოს შესრულებადი. პანიკა სიტყვა ჩემთვის მიუღებელია, ყველაფრის მართვა შესაძლებელია. არსებული რეგულაციები დავიცვათ და საპანიკო სიტუაცია არ გვექნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 24-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 073 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 903 გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5 692 ადამიანია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 275.


close დახურვა