logo
ENG



ეზუგბაია: სამ მძიმე პაციენტთან გაუმჯობესება შეინიშნება

02 ივნ 202010:33
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში 150 კორონავირუსით ინფიცირებული პირი მკურნალობს სხვადასხვა კოვიდ მიმღებ ცენტრებში.

ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 2 არასრულწლოვანი მკურნალობს.

„გუშინდელი მონაცემებით, გყვავდა 794 პაციენტი და შემოგვემატა მხოლოდ 2 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელებული დაგვემატა ათი და ახლა გვყვას 634 გამოჯანმრთელები პაციენტი. დაადსტურებულ პაციენტებთან შედარებით, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობამ უკვე 80%-ს მიაღწია და ამ ეტაპზე 150 მკურნალობს კოვიდ ცენტრებში.  ორი ახალი შემთხვევა არის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი მარეთიდან. 

"ჩვენთან გუშინ სამი ახალი შემთხვევა შემოვიდა და ერთი შესაძლო, მაგრამ ეს ერთი ოჯახია. დიდი ალბათობით ესეც დადასტურებული შემთხვევაა და ჩავთვალოთ, რომ 4 დადასტურებული შემთხვევაა, ესენია საბურთალოს წყაროსთან კონტაქტში მყოფი პირები არიან ესენი. ამ ეტაპზე, ჩვენთან წევს 58 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა მონიტორინგი გრძელდება, რამდენიმე პაციენტს ჩაუტარდება კვლევა და პასუხებს ხვალ მოგახსენებთ. გუშინ ერთი გამოჯანმრთელებული გყვავდა.

"რადიოლოგიური კვლევით სამ მძიმე პაციენტთან მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე, 58 პაციენტიდან მძიმე, პრობლემური პაციენტი არ გყვავს. რა თქმა უნდა, წევს პაციენტები, რომლებიც მაინც ჩაითვლებიან მძიმე პაციენტად, მაგრამ მათი პროგნოზი კეთილსაიმედოა. არასრულწლოვანი ორი გყავს ამ ეტაპზე“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 796-ს შეადგენს, ხოლო ვირუსისგან 634 მოქალაქე განიკურნა.

ვირუსისგან გარდაცვლილია 12 ადამიანი.

 


close დახურვა