logo
ENG



ეზუგბაია: სამი ახალი შემთხვევიდან, ორი შემოტანილია

01 ივლ 202011:24
3 წუთის საკითხავი
 
ou7qnxlccnyms9q.jpg

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში დადასტურებული 3 ახალი შემთხვევიდან, ორი შემოტანილი შემთხვევაა, ერთი კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი.

რაც შეეხება კლინიკაში არსებულ მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში 2 ახალი პაციენტი მოათავსეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპისთვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე მკურნალობას 22 ადამიანი გადის.

"3 ახალი შემთხვევა გახლავთ ასეთი კონფიგურაციის: ორი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და შემოტანილი შემთხვევა, ერთი კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. ჩვენთან ორი ახალი პაციენტი მოთავსდა. ერთი არის სატვირთო მანქანის მძღოლი და მეორე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. გავწერეთ მხოლოდ ერთი პაციენტი და დაგრჩა 22. ამ ორი ახალი პაციენტის მდგომარეობაც სტაბილურია. ჩატარებული კვლევებით და სუბიექტურ ობიექტური მონაცემების გათვალისწინებით დაავადება არ პროგრესირებს, მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის. ასევე, კლინიკაში არსებული 22 პაციენტის მდგომარეობაც უცვლელია, არსად არ შეინიშნება პროგრესირება და დაავადებათა შემთხვევაში ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან“,-აცხადებს ეზუგბაია.

ქვეყანაში კორონავირუსის 931 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან გამოჯანმრთელებულია 794 პაციენტი გარდაცვლილია - 15.


close დახურვა