logo
ENG



ეზუგბაია:ახალი შემთხვევა არ გყვავს, მაგრამ ეს სიმშვიდის მოპოვებას არ ნიშნავს

16 ივნ 202011:03
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საავადმყოფოში ამჟამად კოროანვირუსით ინფიცირებული ერთი მძიმე პაციენტი იმყოფება.

ეზუგბაიას თქმით, ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან განკურნებული 20 პაციენტიდან, 10 ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

„ახალი შემთხვევა არ გყვავს - კვლავ 879 დადასტურებული შემთხვევა გვრჩება ქვეყანაში. 20 გამოჯანმრთელებული გყვავს გუშინდელს მერე და ახლა 724-ია. ამ მონაცმეებით, 141 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში. ახალი შემთხვევის არ ქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას. ისევე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ვცხოვრობდით - რეგულაციები არსად არ წასულა. ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. კვლავ რჩება სოციალური დისტანცირების საკითხი და პირადი ჰიგიენის დაცვა. 

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 20-დან 10 ჩვენი კლინიკიდანაა და ამ ეტაპზე, 31 პაციენტი მკურნალობს ჩვენთან. 1 პაციენტი რჩება მძიმე, რომლის დინამიკა დადებითია, ვიმედოვნებთ ხვალიდან ამოვიღებთ მძიმე პაციენტთა სიიდან. დანარჩენი პაციენტები მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.


close დახურვა