logo
ENG



ეზუგბაია:ახალი შემთხვევებიდან 2 ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება

05 ივნ 202011:30
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 4 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, ხოლო დანარჩენი 2 საკარანტინო სივრციდანაა.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, სულ ინფექციურ საავადმყოფოში 52 კოვიდინფიცირებული მკურნალობს და მათი მდგომარეობა სტაბილურია. 

“ქვეყანაში დაგვემატა 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 805 შემთხვევაა დღეს საქართველოში. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 6-ით გაიზარდა და ამჟამად არის 650 გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 142 პაციენტი მკურნალობს. 5-მა გამოჯანმრთელებულმა გუშინ დატოვა კლინიკა და ამჟამად გვყავს 52 დადასტურებული შემთხვევა. მძიმე პაციენტი არ გვყავს. რამოდენიმე პაციენტია მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია,“ - აღნიშნა ეზუგბაიამ.


close დახურვა